×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

დაბრუნების პოლიტიკა

1. „ელექსირის“ პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები:

1.1. მომხმარებელთა უფლებათა დაცვის მიზნით, შპს "ელექსირ საქართველო"-ს შემუშავებული აქვს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს უკან ან შეცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ ის არ შეესაბამება, შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ან/და არის ქარხნული წუნის მქონე.

2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:  

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი წინასწარ უგზავნის კომპანიას აღნიშნულის თაობაზე შესაბამის წერილს პროდუქტის ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: info@elixir.global

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა მომხმარებელმა კომპანიას აცნობოს შემძენი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დასაბრუნებული პროდუქტის სახეობა (დასახელება, მოცულობა).

2.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

2.4. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლის მიზნით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი/შემსყიდველი.

2.5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელმა კურიერს უნდა წარუდგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.6. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

3. ანაზღაურების წესი:

3.1. კომპანია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში (თუ არსებობს 2.6. პუნქტით გათვალისწინებული გარემობები) იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა სრულად.

3.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, როდესაც პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას  და მომხმარებელს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანია უცვლის მას მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.

3.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.4. კომპანია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს პროდუქტის დაბრუნებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მომხმარებელი. კომპანია უფლებამოსილია უზრუნველყოს დაბრუნება-შეცვლისთვის საჭირო ტრანსპორტირება.