ელექსირი სიმინდისთვის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის
აირჩიეთ :
დეტალური აღწერა:
„ელექსირი სიმინდისთვის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ჯანსაღი მცენარის და მისიპროდუქტიულობის ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებად, აგრეთვე ეგზოფიტური სოკოვანი დაავადების პრევენციისათვის. დამზადებულია საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით.
პროდუქტი სერტიფიცირებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
უსაფრთხოა ადამიანისათვის.
არ აღიზიანებს კანს, თვალსა და ლორწოვან გარსებს.
შედეგიანობა:
ხელს უწყობს მცენარის ზრდა განვითარებას
აძლიერებს მის იმუნიტეტს
ხელს უწყობს მოსავლის ხარისხის და რაოდენობის ზრდას;
ეფექტურია სიმინდისა და თავთავიანი მარცვლეული კულტურების ეგზოფიტური სოკოვანი დაავადებებისპრევენციისათვის;
გამოიყენება ბიო პროდუქციის წარმოებაში;
გამოიყენება
მცენარის სწრაფი განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისათვის;
მცენარის სტრესის დასაძლევად;
სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვის: ხორბლის ყვითელი ჟანგა, მურა ჟანგა, ხაზა ჟანგა, ღეროს ჟანგა,ნაცარი.
კონცენტრატის დამზადება ხდება ონკანის ან ჭის წყალში განზავებით.
მცენარის ზრდა- განვითარებისთვის გამოიყენება 16 დღეში ერთხელ, ხოლო დაავადებების პრევენციისთვის 10-14 დღეში ერთხელ, ხარჯვის ნორმით 8 ლ/ჰა.
დოკუმენტაცია:
აგრონომიის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი