×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ელექსირი ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი

20 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170589

ფასი
20 GEL
დეტალური აღწერა:

"ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც იწარმოება საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის და სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ და წარმოდგენილია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს რეგისტრირებულ ბიოციდთა ნუსხაში.

უპირატესობები:

გამოიყენება:

  • სასტუმროებში
  • რესტორნებში
  • კაფეებში
  • სწრაფი კვების ობიექტებში
  • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
  • სახლის პირობებში, ასევე უსაფრთხოა გამოყენება ბავშვებთან

შემადგენლობა:   ელექტროაქტივირებული სითხე - 99.985%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.015%

გამოყენების წესი: დაასხურეთ ელექსირი ზედაპირზე 20-25 სმ. დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ შეშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.

შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლისგან მოშორებით, 4-25°C ტემპერატურაზე.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა. კონცენტრირებული ხსნარი შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.

პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

გაზიარება: