×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ელექსირი სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი

7 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170602

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
7 GEL
დეტალური აღწერა:

„სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი სუნისა და გემოს შენარჩუნებით აუსნებოვნებს და უსაფრთხოს ხდის სასმელ წყალს.

უპირატესობები:

  • ებრძვის და შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს
  • გერმანული კვლევების თანახმად კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
  • მიკრობიოლოგიური კვლევების თანახმად კლავს სალმონელას და E.Coli-ს
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium)
  • რეგულარული გამოყენებისას იცავს სისტემების მილებს ორგანული ნადების გაჩენისგან
  • არატოქსიკურია და უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის
  • არ იწვევს მეტალის ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას)
  • არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
  • არ უკარგავს წყალს ბუნებრივ მახასიათებლებს, გემოს, სუნს და ფერს
  • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.

გამოიყენება:

  • ცენტრალურ და ადგილობრივ წყალმომარაგების სისტემებში
  • წყალსადენის, ჭაბურღილების, რეზერვუარების, ფილტრების სადეზინფექციოდ
  • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებში
  • სამედიცინო დაწესებულებებში
  • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
  • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები)
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში)
  • ყაზარმულ დაწესებულებებში

შემადგენლობა:    ელექტროაქტივირებული სითხე - 99.95%,  ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%,

დოზირება: 0.2% ხსნარის მისაღებად 1 ლ კონცენტრატი გააზავეთ 500 ლ წყალზე. წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები დოზა 1.0 % ხსნარი (1 ლ კონცენტრატი 100 ლ წყალზე).

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

 

 

დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს 
"ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს

გაზიარება: