×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ჰიგიენის მონიტორინგის სერვისი

100 GEL

ფასი
100 GEL
დეტალური აღწერა:

ელექსირი გთავაზობთ ჰიგიენის მონიტორინგის სერვისს სწრაფი ტესტების საშუალებით, აღნიშნული პროცედურით შესაძლებელია 1 წუთზე ნაკლებ დროში დადგინდეს როგორც ბაქტერიული დაბინძურების დონე, ასევე განისაზღვროს, ზედაპირების დასამუშავებლად გამოყენებული სადეზინფექციო ხსნარის ხარისხი.
ჰიგიენის მონიტორინგის სერვისი მოიცავს სპეციალისტის ადგილზე მისვლას, ვიზუალურ დათვალირებას, ზოგად კონსულტაციას, სურსათის უვნებლობის სტანდარტების ან სანიტარული ნომების დაცვის შესახებ და  ტესტირების 2 პროცედურას. ტესტირება ტარდება ინოვაციური აპარატით,  ტესტირების ნიმუშის აღება შესაძლებელია: 

  • ნებისმიერი სახის ზედაპირიდან;
  • უმი ხორცის, რძის პროდუქტებისა და  ზღვის პროდუქტის  დასამუშავებელი ზედაპირიებიდან;
  • სასმელებიდან (წყალი, რძე და ა.შ.)

ბაქტერიული დაბინძურების დონის დასადგენად ტესტირება უნდა გაკეთდეს სანიტარული საშუალების გამოყენებამდე. სადეზინფექციო ხსნარის ხარისხის შესამოწმებლად, რეკომენდირებულია ტესტირების 2 ჯერ ჩატარება. პირველ შემთხვევაში სწრაფი ტესტის მეშვეობით ხდება ბაქტერიული დაბინძურების დონის დადგენა, ხოლო განმეორებითი ტესტი  ტარდება უშუალოდ სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ. 

სწრაფი ტესტირების სერვისი, პროცედურის დაწყებამდე არ საჭიროებს ზედაპირების სპეციალურად მომზადებასა და დამუშავებას.

გაზიარება: