ელექსირი ბავშვებისთვის ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი
დეტალური აღწერა:
„ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.
უპირატესობები:
- ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა.
- ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.)
- ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან
- შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
- არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს
- არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
- დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე 99.99%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.01%,
გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში, დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით. არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს კორონავირუსს
"ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს